LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ტურიზმზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქალაქები გამოავლინეს

kankuni

ექსპერტებმა ტურიზმზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქალაქები გამოავლინეს. პირველი პოზიცია კი მექსიკურმა კანკუნმა დაიკავა. როგორც ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო მოხსენებაშია აღნიშნული, კანკუნის შემოსავლის ნახევარზე მეტი, სწორედ ტურისტებისგან მოდის. მექსიკური დანიშნულების ვიზიტორთა ნახევარზე მეტს – 63%–ს ამერიკელები შეადგენენ, ბოლო პერიოდში კი დასახლებას კანადელები და არგენტინელებიც აკითხავენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმი მარაქეშისთვისაც, მაროკოს ქალაქის შემოსავლის 32% სწორედ მოგზაურებზეა დამოკიდებული. უფრო ზუსტად კი ე.წ. „წითელ ქალაქს“ ძირითადად ფრანგი ვიზიტორები არჩენენ. და ბოლოს, ტურიზმი არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე – ჩინური მაკაოს, ორლანდოსა და ანტალიისთვისაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები