არასწორად გაჩერებული ავტომობილი, რომელიც აფერხებს როგორც ტრანსპორტის გადაადგილებას, პრობლემებს უქმნის ქვეითებსაც, ორი გზით დაისჯება: 20 ლარიანი საპატრულო ჯარიმა(ორმაგდება არსებული 10 ლარიანი ჯარიმა) ან 10 ლარიანი სითი პარკის ჯარიმა.
რატომ მხოლოდ ფინანსური ჯარიმა?
„ქულათა სისტემის ეფექტურობის მიუხედავად , პარკირების პრობლემას საჯარიმო სანქციების გამკაცრება ვერ მოაგვარებს , დახურულ შეხვედრებზე საუბარი იყო პარკირების ადგილის ალტერნატივის არარსებობაზე, რის გამოც სავარაუდოდ ეს დარღვევა ქულათა სისტემს არ დაუკავშირდა, ქალაქში რეალურად არ არსებობს პარკირების ადგილები , ტერიტორიები ხშირად მიტაცებულია სხვადასხვა კერძო ან იურიდიული პირების მიერ , ახალ მშენებლობებზე ნებართვები პარკირების ადგილის გათვალისწინების გარეშე გაიცემა ’’– განუმარტეს „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.
დარღვევას, რომელიც ტრანსპორტს და ქვეითებს გადაადგილების პრობლემას არამარტო გზის სავალ ნაწილზე , ხშირად ტროტუარზეც უქმნის , მოქალაქეებიც აპროტესტებენ და პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვენ , ამ მიზნით ონლაინ პეტიციაც მიმდინარეობს .
„ქვეითები , მათ შორის მშობლები საბავშვო ეტლებით, შშმ პირები, არასწორად პარკირებული ავტომობილების გამო იძულებულები არიან სავალ ნაწილზე იმოძრაონ , რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის “- ნათქვამია პეტიციაში .