„როგორც კი სიმღერის ინტრო წავიდა, მივხვდი, რომ მართლა ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეიყვარებენ…“ – „ქუჩის ბიჭების“, ნინი ქარსელაძის და მარიკა თხელიძის სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები, ზურა ხაჩიძე და ირაკლი ნოზაძე, ასევე ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „სულ ერთად ვიქნებით“ პრემიერა შედგა.