რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „შვიდკაცა“ სტუმრობდა. ანსამბლმა მსმენელს ორი ახალი ნამუშევარი, პოპური კინოფილმიდან „ქეთო და კოტე“ და სიმღერა „ქუთაისი“ წარუდგინა.
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლიზა ბაგრატიონი და ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ნოდარ მეტრეველი და გიორგი ლომთათიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძის და „შვიდკაცას“ ერთობლივი ნამუშევრის -„ვარსკვლავები“ პრემიერა შედგა. სტუმრებმა სამომავლო გეგმებზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს.