„ეს სიმღერა ზუსტად 5 წლის წინ დაიწერა. ვიფიქრე, კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ-მეთქი… არ მინანია, რომ გავარემიქსე, უფრო მხიარული, მელოდიური და ლამაზია“ – სოფო ბუთურიშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ბუთურიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მიყვარხარ სიყვარულზე მეტად“ პრემიერა შედგა.