LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს
მთავარი » „თაკოსთან“

„თაკოსთან“

ვერიკო ტურაშვილი: ზოგადად, დაბადების დღეზე საჩუქრებს არ ველოდები და შეკვეთებს არ ვაძლევ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე საჩუქარი ამ ფორმით მოვითხოვე… თემომ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს სიმღერა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „შენთან მოვდივარ“ წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.

„კვარტეტი რამდენიმე თვის შექმნილია. ნარევი სტილი გვაქვს… საქმეში აბსოლუტურად შევეწყეთ ერთმანეთს. ძალიან მცირე დროში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ კვარტეტის „ვივო“ წევრები, სალომე ტეტიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ქეთი ქავთარაძე, გოგა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და ხელმძღვანელი, მურთაზ ჩიხლაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ენკი-ბენკი“ პრემიერა შედგა.

„მამას რომ ვუყურებდი, ამდენ კონცერტზე დადიოდა, ძალიან მომინდა, რომ მუსიკით დავკავებულიყავი… დედაც და მამაც, ორივე ხელს მიწყობს, რომ კარგად შევასრულო ჩემი საქმე“ – მართა და ლაშა რამიშვილები პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლაშა და მართა რამიშვილები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ასი ქალი მიყვარს ერთად“ და „ზღაპარი“ პრემიერა შედგა.

„ეს სიმღერა ჩემი შესრულებით მოსწონთ და უფლება არ მქონდა, რომ არ ჩამეწერა… ძალიან სახუმარო, ძალიან სახალისოა…“ – გიორგი წერეთელი პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ გიორგი წერეთელი სტუმრობდა. მომღერალმა თავის შემოქმედებაზე, ახალ ნამუშევრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში „მეეზოვის სიმღერის“ რადიო პრემიერა შედგა.

„მომღერალი თუ გავხდი, ამ სიმღერის და ბესო კალანდაძის გამო… ვუთხარი, აუცილებლად უნდა ჩავწეროთ დუეტი, უარი არ მითხრათ, თორემ სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი… “ – დავით კალანდაძე სტუმრად „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ დავით კალანდაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „დღეს მე ვარ ბედნიერი“ წარუდგინა