„ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე… მაისის თვეში იგეგმება გასვლითი კონცერტები“ – ლიზა ბაგრატიონი და „შვიდკაცა“ სიმღერის პრემიერით და სამომავლო გეგმებით „არ დაიდარდოში“
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლიზა ბაგრატიონი და ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ნოდარ მეტრეველი და გიორგი ლომთათიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძის და „შვიდკაცას“ ერთობლივი ნამუშევრის -„ვარსკვლავები“ პრემიერა შედგა. სტუმრებმა სამომავლო გეგმებზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს.