LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო დუეტი

ალბომის პრეზენტაცია, სიმღერის პრემიერა, კონცერტი – კვირის მთავარი მუსიკალური მოვლენები გადაცემაში.

გასული გადაცემები

„5 წელია, ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ახალი არაფერი გამიკეთებია და ამ 5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ახალი სიმღერა ჩავწერე. მინდა, რომ კიდევ ბევრი სიმღერა ჩავწერო“ – ზურა მირზიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ზურა მირზიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „დღეს“ პრემიერა შედგა.

„თბილისური შალახო“ – სოფო ერქომაიშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ერქომაიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „თბილისური შალახო“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა თავის მუსიკალურ კარიერაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კიდევ ორი ახალი სიმღერა დააანონსა.

„ყველამ ძალიან აიტაცა ეს სიმღერა… მადლობა, რომ ასე გაჰიტდა და ყველა ღიღინებს“ – გია სურამელაშვილი სტუმრად „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი გია სურამელაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ტაშები და ტუშები“ პრემიერა შედგა.

„ჩავწერეთ სიმღერა „მეფაიტონე“… გავიხსენეთ ძველი თბილისი, დიდი სიყვარული, ის ურთიერთობები. ძალიან ლამაზი ვერსიაა“ – „ალილო“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლ „ალილოს“ წევრები - გია დავითიანი, ლაშა ღლონტი და საბა კემულარია სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „უკანასკნელი მეფაიტონე“ რადიო პრემიერა შედგა.

„ძალიან აქტიური პერიოდი გვაქვს… ვფიქრობთ, რეპერტუარის განახლებას, ვაკეთებთ ახალ სიმღერებს“ – „ქუჩის ბიჭები“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ სტუმრობდა. გადაცემაში ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის  - „სიზმარი“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. ჯგუფის წევრებმა გადაცემის მსვლელობისას თავიანთ შემოქმედებაზე, არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გია ასრულებს ფანტასტიკურად… ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე“ – ნინუცა და გია დავითიანები პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გია და ნინუცა დავითიანები სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს კარგად ნაცნობი ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის - „გზები“ ახალი ვერსია წარუდგინეს.

„დიდხანს გვინდოდა ამ ნამუშევრის გაკეთება და როგორც იქნა, ავიხდინეთ ეს ოცნება… ეს ისეთი უკვდავი მელოდიებია, რომელიც ყველა თაობას უყვარს…“- „ფორტე“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა. გადაცემაში ანსამბლის ორი ახალი ნამუშევრის - „ვერის უბნის მელოდიები“ და „ჩემო სამშობლო მხარეო“ პრემიერა შედგა.

„იმედი მაქვს, მაყურებელი შეიყვარებს, ძალიან კარგი, ნამდვილი ქალაქური ჟანრის სიმღერაა… ჩვენი პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის ლექსია…“ – თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „თბილისის დილა“ და „მთვრალი ყაყაჩო“ პრემიერა შედგა.

ვერიკო ტურაშვილი: ზოგადად, დაბადების დღეზე საჩუქრებს არ ველოდები და შეკვეთებს არ ვაძლევ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე საჩუქარი ამ ფორმით მოვითხოვე… თემომ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს სიმღერა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „შენთან მოვდივარ“ წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.

„კვარტეტი რამდენიმე თვის შექმნილია. ნარევი სტილი გვაქვს… საქმეში აბსოლუტურად შევეწყეთ ერთმანეთს. ძალიან მცირე დროში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ კვარტეტის „ვივო“ წევრები, სალომე ტეტიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ქეთი ქავთარაძე, გოგა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და ხელმძღვანელი, მურთაზ ჩიხლაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ენკი-ბენკი“ პრემიერა შედგა.

„ეს სიმღერა ჩემამდე ერთი წლის წინ მოვიდა, უბრალოდ, 2024 წელი ჩემთვის ცოტა ქაოტური იყო… ყველა ქალბატონს ეძღვნება“ – ლევან გულბათაშვილი სიმღერის „მხოლოდ ქალებს“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა, გადაცემაში სიმღერის „მხოლოდ ქალებს“ პრემიერა შედგა.

„მამას რომ ვუყურებდი, ამდენ კონცერტზე დადიოდა, ძალიან მომინდა, რომ მუსიკით დავკავებულიყავი… დედაც და მამაც, ორივე ხელს მიწყობს, რომ კარგად შევასრულო ჩემი საქმე“ – მართა და ლაშა რამიშვილები პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლაშა და მართა რამიშვილები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ასი ქალი მიყვარს ერთად“ და „ზღაპარი“ პრემიერა შედგა.