LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი

100
tako

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი

თაკო (ბაკო) მელიქიშვილი

აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდოში“ სამი სიტყვით…

ექსცენტრული, პოზიტიური და დაუვიწყარი.

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

მსმენელს არ ააქვს მოსმენის დროს შენი დანახვის შესაძლებლობა.

ამოჩემებული ქართული სიმღერა.

„წითელი ბასანოშკები”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სიმღერაა. ზუსტად მისი დამსახურებით დავბრუნდი ქართულ სცენაზე 90–იანი წლების შემდეგ.

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

არ დავმალავ, საკმაოდ სენტიმენტალური ადამიანი ვარ და უამრავ ფილმზე თუ სიმღერაზე მიტირია.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

ალბათ “არ დაიდარდო”

 რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ვფიქრობ, კომუნიკაბელურობა, ძალიან ადვილად შემიძლია ურთიერთობა დავამყარო ადამიანთან, ამავდროულად პოზიტიური და მხიარული ვარ.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

ყოველთვის ვმუშაობ ჩემს თავზე, შესაბამისად შეძლებისდაგვარად აღმოფხვრილი მაქვს მავნე ჩვევები.

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

როდესაც შეზღუდული ხარ სურვილების რაოდენობაში, ძალიან რთულია ამოარჩიო მხოლოდ სამი სურვილი უამრავიდან, თუმცა, ჩემთვის ოჯახის და ახლო მეგობრების კარგად ყოფნა ყველაზე მთავარია, რადგან ზუსტად მათი დახმარებით ვარ დღეს ის ადამიანი, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს. ამავე დროს ძალიან მინდა იმის შესაძლებლობა მქონდეს, რომ გაჭირვებულებს დავეხმარო, ქველმოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენ ცხოვრებაში. მესამე ადგილზე კი მოგზაურობაა, რადგან არაფერია ჩემთვის ისეთი საინტერესო, როგორც უცხო კულტურის და ტრადიციების შეცნობა.

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

აბსოლუტურად ყველგან, ვფიქრობ, ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია ის განსაკუთრებული რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახო და სიამოვნება მიიღო, თუმცა პირადად მე, პრიორიტეტს უფრო ევროპის ქვეყნებს ვანიჭებ, განსაკუთრებით იტალიას, რომელიც ჩემი ფავორიტია ბავშვობიდანვე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები