რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი თამთა ჭელიძე სტუმრობდა. გადაცემაში თამთას ახალი ნამუშევრის „ეს ჩემი სიზმარია“ პრემიერა შედგა.
თამთა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში? ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ეს ჩემი სიზმარია“.
ეს სიმღერა, დაახლოებით, 5 წლის წინ დაიწერა. რუსა მორჩილაძემ დაწერა ჩემთვის. მოსმენისთანავე ძალიან მომეწონა, რადგან იგრძნობოდა, რომ ეს სიმღერა ზუსტად ჩემზე იყო მორგებული, ჩემზე იყო დაწერილი. უბრალოდ, გადაიდო და გადაიდო გაკეთება. არანჟირება ბორიკო შხიანს უნდა გაეკეთებინა. დავიწყებდით და რაღაც არ მოგვწონდა, გადავაკეთებდით-გადმოვაკეთებდით. ერთხელ მთლიანადაც გავაკეთეთ, მაგრამ არ მოგვეწონა. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, ამდენმა წვალებამ და შრომამ შედეგი დადო. მართლა კარგი ნამუშევარია. ალბათ, რუსას ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ისეთი სიმღერაა, რომელზეც ალბათ, ყველა იოცნებებდა.
ახლა, ვემზადები კლიპისთვის, რადგან როგორც „უცნობი ქალი“ დარჩა ისტორიას, მინდა, რომ ეს სიმღერაც დარჩეს“. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სიმღერები შევქმენი.
როდის იწყებ კლიპზე მუშაობას, ვიდეორგოლის სცენარი უკვე მზად არის?
კლიპის სცენარი უკვე ვიცი, ვიცი ისიც, თუ ვინ იმუშავებს კლიპზე, უბრალოდ, დაახლოებით, ერთ თვეში დავიწყებთ გადაღებას.
რაიმე ღონისძიება ან კონცერტი თუ გაქვს დაგეგმილი?
ჯერჯერობით, არ ვიცი, ალბათ, ზაფხულში იქნება რაღაც კონცერტები. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კლიპისთვის ვემზადები.
თამთა ჭელიძე – ეს ჩემი სიზმარია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამთა ჭელიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”