LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან პატარები ვიყავით იმ გამოწვევებისთვის, რასაც მაშინ ვუძლებდით. ახლა უფრო მეტი იმუნიტეტი გვაქვს…“ – მარიკა თხელიძემ და ხატია ელიზბარაშვილმა ძველი ჰიტი ახლებურად შეასრულეს

200
მარიკა-თხელიძე

თაკო მელიქიშვილის გადაცემას „არ დაიდარდოს“ ეთერში ესტუმრნენ მარიკა თხელიძე და ხატია ელიზბარაშვილი, რომლებმაც ხატიას რეპერტუარიდან ძველი სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა შესთავაზეს რადიომსმენელს.

მარიკა:

ხატია არის ჩემი მეგობარი და ჩემი შვილის, ვივიენის ნათლია. ახლა ჩვენი გზები გადაიკვეთა, ხატიას იდეა იყო ეს…

ხატია:

სად დაგეკარგეთ, არ ვიცი… (იღიმის). მე შევწყვიტე მუსიკალური კარიერა და სიმართლე გითხრათ, არც ვგეგმავდი გაგრძელებას. ჩემი ძმის დიდი დამსახურებაა, რომ აქ ვართ. მადლობა ბექას, რომელსაც ახლა ქორწილი აქვს და თხოვნა ჰქონდა, რომ ეს სიმღერა სწორედ იქ შესრულებულიყო. მომინდა, რომ მე და მარიკას გაგვეკეთებინა დუეტი. არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაინც არ დავუბრუნდები სცენას, ხვალ არ ვიცი, რა იქნება ნამდვილად.

მარიკა, შენ თუ გიფიქრია სცენიდან წასვლაზე?

მქონია, მაშინ, როცა „ქვეყანა აირია“ გამოვიდა, მაშინ იყო ბევრი კონცერტი და ძალიან გადავიღალე. ძალიან პატარები ვიყავით იმ გამოწვევებისთვის, რასაც მაშინ ვუძლებდით. ახლა უფრო მეტი იმუნიტეტი გვაქვს. გავემგზავრე ინგლისში და სწავლაზე გადავერთე, მაგრამ სიმღერა იმდენად ჩემია, წლების შემდეგ ისევ დავუბრუნდი. ამ სიმღერის შემდეგ კიდევ მექნება ერთი სიმღერა, რაზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ, დიდ იმედებს ვამყარებ, ზაზა ხუბუკელაშვილის სიმღერაა, რამდენიმე დღეში უკვე დასრულდება მასზე მუშაობა. შემდეგ შევხვდები კლიპის რეჟისორს, ვაპირებ დიდ პრეზენტაციას. სტარტი ავიღე…

წლების წინ უფრო მეტად იქმნებოდა ახალი კლიპები, პრეზენტაციებზე სიარულს ვერ ვასწრებდით, შემდეგ დამოკიდებულება ხალხის მხრიდან შეიცვალა, ახლა ისევ დაბრუნდა. ჩემი კოლეგები უფრო გააქტიურდნენ, მეც მიხარია, რომ მათ შევუერთდები…

ხატია ელიზბარაშვილი & მარიკა თხელიძე – ჩემთან ერთად

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ხატია ელიზბარაშვილი & მარიკა თხელიძე. “პრემიერა თაკოსთან”