22 ოქტომბერს „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“ და „ქალაქ თბილისის მერია“  ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტის, კომპოზიტორის, მომღერლისა და არანჟირებების ავტორის, თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტს წარმოგიდგენთ. კონცერტი „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ შედგება, დასაწყისი 19:00 საათი გახლავთ. აღნიშნულ საღამოზე თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge.

 

კატეგორიები: სიახლეები