LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა“ – ფილარმონიის წინ ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი გაიხსნა

534
Untitled design

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მუსიკოსის, კონცერტმეისტერის ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიიდან ფოტოებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე საიუბილეო საღამო „თბილისი ხომ სიმღერაა“ მიეძღვნა მუსიკოსის ქალბატონ ნუცა ჯანელიძის იუბილეს, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახლაგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ხელი შეუწყო მათ ჩამოყალიბებას ინდივიდუალურ შემსრულებლებად ქართულ საესტრადო სცენაზე.

საიუბილეო საღამოს ბოლოს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნუცა ჯანელიძის სახელობითი ვარსკვლავი.

ყველაზე დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა ნუცასთვის იყო მისი მეგობრის სოსო ტყემალაძის საჩუქარი – თბილისში საცხოვრებელი ბინა ნუცა ჯანელიძესთვის“, – წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

⭐️⭐️⭐️⭐️თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე საიუბილეო საღამო „თბილისი ხომ სიმღერაა“ მიეძღვნა მუსიკოსის…

Posted by Dato Okitashvili on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები