LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორეოგრაფ თემურ ჩხაიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს: „უსაზღვრო ემოციების ქვეშ ვარ – ეს ჩემი ცხოვრების ეკლიან გზაზე იმ შრომის შეჯამებაა, რომელიც გავწიე“

1167
თემურ ჩხაიძე

ეროვნული სასახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქორეოგრაფ – თემურ ჩხაიძისა და ანსამბლ „შევარდენის“ სახელობითი ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მანამდე კი, რუსთაველის თეატრში ბავშვთა ანსამბლ – „შევარდენის“ კონცერტი გაიმართა. საღამოს მხარდამჭერები, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ეროვნული სასახლე, კულტურის პალატა და რუსთაველის თეატრი იყვნენ.

როგორც ქორეოგრაფმა თემურ ჩხაიძემ საღამოს შემდეგ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ვარსკვლავის გახსნა, უსაზღვროდ ემოციური აღმოჩნდა, რაკი ამ მოვლენას საკუთარი შრომის შეჯამებად მიიჩნევს:

„უსაზღვრო ემოციების ქვეშ ვარ. ჩემი ცხოვრების – არც ისე სილამაზითა და სიხარულით სავსე, არამედ ხანდახან ეკლიანი გზის, მაგრამ მაინც შეჯამებაა, იმ ჩემი შრომისა, რომელიც მე გავწიე“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას თემურ ჩხაიძემ.

ნინა ყიფიანი – ეროვნული სასახლის დირექტორი:

„ეროვნული სასახლის“ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შევარდენს“ და მის უცვლელ ხელმძღვანელს – ბატონ თემურ ჩხაიძეს, საზეიმო ვითარებაში ვარსკვლავი გაეხსნა. ვფიქრობ, ვარსკვლავის გახსნა, ეს არის დაფასება იმ დიდი წვლილისა და შრომისა, რაც ბატონმა თემურმა ამ სასახლის კედლებში 27 წლის მანძილზე გასწია. მე მინდა, დღეგრძელობა და მომავალში წარმატებები ვუსურვო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g