LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარაბეთ არენაზე“ ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა

495
arena

16 ივნისს „აჭარაბეთ არენაზე“ ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

„ეს არის წარმოუდგენელი ბედნიერება და დაფასება, ძალიან აღელვებული ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, ყველას, ვინც ჩემი ვარსკვლავის გახსნაში იყო ჩართული, ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის“, – განაცხადა ვახტანგ ქორიძემ.

„მე და ტუხა ვართ 50 წლის მეგობრები, ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს. ის იყო უნიკალური, ძალიან დიდი ფეხბურთელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში დიდი წვლილი შეიტანა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს მისი ვარსკვლავი გაიხსნა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ვარსკვლავები აჭარაბეთ არენაზე ერთადაა“, – განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

გასულ წელს, სწორედ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნით ჩაეყარა საფუძველი „აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს.

ვარსკვლავის გახსნას აჭარაბეთ არენაზე, ესწრებოდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი, ასლან ბალაძე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები