LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია 12 აგვისტოს ბათუმში კონცერტს გამართავს

588
292540313_580919186735121_4987572469272700292_n

სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ლელა წურწუმია საზაფხულო კონცერტების სერიას განაგრძობს. მომღერალი მსმენელის წინაშე 12 აგვისტოს ბათუმში, კლუბში „სოჰო“ ბენდ „NONSTOP“-თან ერთად  წარდგება. საღამოს სპეციალური სტუმარი „დუეტი ჯორჯია“ იქნება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.

კლუბი „სოჰო“ ზაფხულის სეზონზე მსმენელს არაერთი ქართველი მუსიკოსის კონცერტს სთავაზობს. „სოჰოს“ სცენაზე 10 აგვისტოს რუსა მორჩილაძის ჰიტები აჟღერდება. რუსა მორჩილაძის შემოქმედებით საღამოზე მსმენელის წინაშე რუსასთან ერთად ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია, აჩიკო მეფარიძე, სოფო ნიჟარაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, დათო ფორჩხიძე, თამთა ჭელიძე წარდგებიან.

კლუბში „სოჰო“ 13 აგვისტოს სტეფანე იმღერებს. მომღერალი კონცერტს ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად გამართავს. საღამოზე როგორც ახალი, ისე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტები აჟღერდება.

აღნიშნული ღონისძიებების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge

ბათუმში რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ბათუმში სტეფანეს კონცერტი 13 აგვისტოს გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები