LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეული ხასიათის მქონე ღვინო

36
ramaznikoladze1-1500x750

“ნიკოლაძეების მარანი” 2007 წელს დაარსდა, სოფელ ნახშირღელეში.  რამაზ ნიკოლაძემ  დიდი ბაბუის მარანი განაახლა და ტრადიცია გააგრძელა, მეღვინეობა მისი ცხოვრებაა,  ერთ ჰექტარამდე ვენახი აქვს და ღვინოს ქვევრებში საკუთარი ხელით აყენებს. ციცქას და ცოლიკოურის ჯიშის ვაზთან ერთად  ცოტაოდენ ალადასტურს განსაკუთრებულად უვლის.

ნიკოლაძეები ღვინოს   როგორც ჭაჭის გარეშე ასევე ჭაჭასთან ერთად ავარგებენ.ვენახი გაშენებულია სოფელ ნახშირღელეში, ნიადაგი მდიდარია თიხნარით და კაჟის ქვებით. ვენახის მოვლისას გამოიყენება მხოლოდ ორგანული და ბიოდინამიკური მეთოდები.ღვინო ყენდება ყოველგვარი “ჩარევის” და დანამატების გარეშე, ჩამოსხმისას არ განიცდის რაიმე დამუშავებას და ფილტრაციას.

მარანს ხშირად სტუმრობენ ღვინის მოყვარულები და ტურისტები, დეგუსტაციასთან ერთად იმერიული სამზარეულოს დაგემოვნებაც არის შესაძლებელი, გამორჩეულ შთაბეჭდილებას კი პროდუქტის ხარისხთან ერთად მასპინძლის უბრალოებაც მოახდენს, საკუთარი ღვინის ქება არ უყვარს, დაგემოვნების შემდეგ თავად მიხვდებით თუ რა გემო აქვს შვილივით ნაზარდი ყურძნის წვენს. თვლის, რომ რასაც გასცემს იმას მიიღებს, სწორედ ამიტომ ნიკოლაძეების ღვინო ნატურალური და ბუნებრივია, გამორჩეული ხასიათით და თითოეულ ბოთლში მისი სულის ნაწილი დევს. ღვინო არ შეიცავს კონსერვანტებს, შესაბამისად უნდა ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას.  ეტიკეტიც არ დაგტოვებთ გულგრილს – მარტივი და ბევრის მთქმელია.ღვინო უხდება ქართულ სამზარეულოს, უფრო იმერულს.

2011 წელს ფრანგულმა ღვინის ჟურნალმა la revue vin de France ნიკოლაძეების მარნის ციცქა-ცოლიკოური  საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში  შეიყვანა ხოლო, 2016 წელს ბრიტანულმა decanter მა საუკეთესო ოცეულში არც ტელეკომპანია ბიბისის ყურადღება მოჰკლებია.სამომავლოდ ვენახის და წარმოების გაფართოებას გეგმავს, ღვინის მოყვარულებს კი ურჩევს ხშირად მიირთვად  მცირე მარნების ნატურალური ღვინოები, გარდა იმისა რომ ბუნებრივი ღვინით სიამოვნებას მიიღებენ ასევე დაეხმარებიან მცირე მევენახე-მეღვინეებს განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები