დუეტ „ლეონის“ წევრებს, ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილს დღეს შვილი შეეძინათ. ისინი მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ.
ახალი ამბის მაუწყებელი
„29.05.2026 წელი 12:07 სთ დაიბადა იესე წვერავა“.
ლევან წვერავა:
მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადავწყვიტე, რომ დავსწრებოდი. ორმაგი გმირობა ჩავიდინე. თავიდან მეშინოდა, თუ რა იყო, ვერ გავიგე. მერე დავმშვიდდი და მივხვდი, რომ სიძლიერეს უფრო ვაძლევდი ნინის. მოევლინა კიდევ ერთი ვაჟკაცი – იესე წვერავა.
სახელზე როგორ შეთანხმდით?
შიო, ელია და იესე – ამ სამ სახელს განვიხილავდით. ნოემ უფრო გადაწყვიტა, რომ იესე დაერქმია. ყველაზე მეტად ეს მოეწონა. საყვარლად გამოთქვა.
ნინი როგორ გრძნობს თავს?
ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. ახლა ნინი უკეთესადაა. პალატაშია თვითონ. მადლობა ღმერთს. ბავშვი ჯანმრთელია… მაგარი ბიჭია.
უკვე მეორედ გახდით მშობლები, რა ემოციაა?
ენით აუღწერელია. შიგნით იმდენი რამ დადის ჩემს ორგანიზმში. თან, ვფიქრობ, თან – ვერა. რა განსხვავებაა იცი? ნოეს დროს კოვიდი იყო, ყველა ჩაკეტილი ვიყავით. დასწრება არ შეიძლებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ…
