რობი კუხიანიძე და აუტსაიდერი

ჯგუფი Outsider

ბიოგრაფია

წარმოშობა – ქუთაისი

ჟანრ(ებ)ი  – პანკ-როკი, ალტერნატიული როკი

აქტიური – 1989 -წლიდან

Outsider — პანკ-როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფი, ჩამოყალიბებული ქუთაისში, 1989 წელს. გამოცემული აქვს სამი ალბომი.

ჯგუფის ლიდერი და იდეოლოგი არის რობი კუხიანიძე.

ჯგუფმა პირველი ალბომი ჩაწერა მოსკოვში, რუსი ანდერგრაუნდ მუსიკოსის, პეტრე მამონოვის სტუდიაში. ეს იყო პირველი ალბომი, რომელიც ქართულმა ჯგუფმა საზღვარგარეთ ჩაწერა. აუტსაიდერი ერთადერთი ქართული ჯგუფი იყო, რომელიც მონაწილეობდა ალტერნატიული მუსიკის ფესტივალებში ტალინში (1991) და მოსკოვში (1992). 1996 წელს ფესტივალ „მარგარიტა 96“-ზე მას მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ქართველი ალტერნატიული მუსიკოსის კატეგორიაში. 2000 წელს ჯგუფი გადავიდა თბილისში.

განსაკუთრებით პოპუალრულია მათი – „აღმოსავლური ტანგო“ და დუეტი ჯგუფ „ფრანთან“ –  „ზამთარია“.

ჯგუფის წევრები

რობი კუხიანიძე – ვოკალი, გიტარა

საბა კუპრაშვილი – ბას-გიტარა

აკაკი ჯაფარიძე – დასარტყმელი საკრავები (2002 წლიდან)

გიორგი გობეჯიშვილი – ბას-გიტარა (2004 წლიდან)

გიგა მჟავია – დასარტყმელი საკრავები (1990-1992)

გია შილაკაძე – დასარტყმელი საკრავები(1992-2000)

დისკოგრაფია

Inside – 1992

პრიმიტივი – 1997

მკვლელი – 1998