LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან თუ არა გერმანული ავტომობილები სიცოცხლისთვის საშიში? (ვიდეო)

50

”გზა გერმანიის ავტომობილების სასაფლაოდან თბილისამდე” – ასე იწყება სიუჟეტი, რომელიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში რამდენიმე ხნის წინ გავიდა, თუმცა, სოც-ქსელის მოხმარებლებს შორის ვიდეო კვლავაც ინარჩუნებს პოპულარობას.

”საგანგაშო ინფორმაციის შემცველია ფილმი, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები შემოჰყავთ. საუბარია ავარიების შემდგომ ორად გადაჭრილ ავტომობილებზე, რომლებსაც საქართველოში ხელახლა აწყობენ და ყიდიან.” – ნათქვამია სიუჟეტში.