ბრიტანელმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ”არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სთხოვა.
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირს მორგანმა, რომელიც ”არსენალის” გულშემატკივარია, შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ”მეთოფეების” სახელობითი მაისური აჩუქა და გუნდის ჩაბარება სთხოვა.
”ის იდეალური კანდიდატია. პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ დამცავ კედელს აშენებს, შემტევი პოლიტიკა აქვს და ნებისმიერ ფასად სურს ჯილდოების მოგება”, – აღნიშნა მორგანმა ტვიტერზე.
მის პოსტს ”არსენალის ” მცველი ექტორ ბელერინი გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ტრამპა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
პირს მორგანი თავისი საყვარელი გუნდის თამაშით უკვე კარგა ხანია უკმაყოფილოა. მან ”მეთოფეების” გაკრიტიკება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.