აშშ-ში ლაბრადორი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში აღარ არის. CNN-ის ინფორმაციით, სტატისტიკა 30 წლის განმავლობაში პირველად შეიცვალა.
2022 წლის რეიტინგი „ამერიკის მეძაღლეთა კლუბმა“ გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა ყველაზე დიდი მოთხოვნა ამჟამად ფრანგულ ბულდოგზეა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახეობის პოპულარობა მშვიდი ხასიათითა და ნაკლები აქტიურობითაა განპირობებული. ბულდოგებს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვთ და რთულად მოსავლელ ჯიშს მიეკუთვნებიან.
აღსანიშნავია, რომ ლაბრადორ რეტრივერი, რომელიც ბოლო 30 წელი ამერიკის უპირობო ლიდერი იყო, წელს მეორე პოზიციაზე გადავიდა. მესამე ადგილს კი ოქროსფერი რეტრივერი იკავებს.
ლიდერთა ხუთეულში არიან ასევე – გერმანული შეფარდი და პუდელი.