LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

113
97da2b70-3071-11ef-a044-9d4367d5

აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს და ეს წოდება პეკინეს ვაილდ ტენგს ხვდა წილად. უცნაური კონკურსის შესახებ BBC წერს.

8 წლის პეკინესი კონკურსში წელს მეხუთედ მონაწილეობდა და გამარჯვება პირველად შეძლო. ძაღლი და მისი პატრონი 5 ათასი დოლარით დააჯილდოვეს.

ცხოველის წარმატების საიდუმლო გახდა მუდმივად გამოყოფილი ენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გადატანილ დაავადებას უკავშირდება. ამავე მიზეზით ძაღლს აღარ აქვს კბილები და კუნთებიც ფაქტობრივად, აღარ უმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენი კონკურსი აშშ-ში 50 წელზე მეტია რაც ტარდება. მისი მიზანია დაეხმაროს ყველაზე უშნო ძაღლებს პატრონის პოვნაში და აჩვენოს ყველას, რომ სიყვარულს ისინიც არანაკლებ იმსახურებენ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები