LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ისტორიაში უდიდესი ძარცვა გახსნილია

111
7-Men-Charged-in-largest-ever-US-jewelry-heist-061825-8d69042fb1a84354b84e737a5e0d8e47

აშშ-ის პოლიციამ გახსნა საქმე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ძარცვას უკავშირდება. კოლექციონერთა და იუველირთა ძვირფასეულობის ქურდობაში ბრალდებულია 7 მამაკაცი, აზუსტებს გამოცემა NBC News.

დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ჯავშნიანი სატვირთო ავტომობილიდან, ლოს-ანჯელესის გარეუბანში, 2022 წლის ივლისში დაიკარგა. მოპარულ ნივთებს შორის იყო ოქრო, ბრილიანტები, ძვირფასი ქვები, ზურმუხტები და ძვირად ღირებული საათები. საგანძურის საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ძარცვაში მინიმუმ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა.
შემთხვევა უკვე შეფასდა, როგორც ძვირფასეულობის ყველაზე დიდი ქურდობა აშშ-ის ისტორიაში.

როგორ განვითარდა მოვლენები:

8 და 9 ივლისს ოქროული კალიფორნიის ქალაქ სან-მატეოში იყო გამოფენილი.
9 ივლისის საღამოს ნივთები დაცულ ავტომობილში ჩატვირთეს და ლოს-ანჯელესისკენ გაუშვეს.

ერთ-ერთი ბრალდებული, ჯაზაელ პადილია რესტო, სატვირთოს თანამზრახველებთან ერთად დაედევნა.

11 ივლისის ღამეს მათ ტრაილერში შეღწევა მოახერხეს და იქიდან 24 ტომარა ძვირფასეულობა გაიტანეს.

დღემდე უცნობია, თუ როგორ შეძლეს მათ დაცვისთვის გვერდის ავლა.
პროკურორის ვარაუდით, თავდამსხმელები შემდეგ აღმოსავლეთ ჰოლივუდში გაიქცნენ და გათიშეს ყველა ტელეფონი, რომელიც ოპერაციის დროს გამოიყენეს.
როდესაც პოლიციამ მათი ვინაობა დაადგინა, სამძებრო ოპერაციები მათ სახლებში დაიგეგმა.

მოპარული ძვირფასეულობის ნაწილი იპოვეს, თუმცა დანარჩენის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები