LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საშიშმა ჭიანჭველებმა შეუტიეს

119
Screenshot 2025-05-14 152355

აზიურმა შხამიანმა ჭიანჭველებმა (Asian Needle ant) აშშ დაიპყრეს და ქვეყნის ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამის შესახებ Fox Weather წერს.

სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატების მაცხოვრებლები შხამიანი ჭიანჭველების გამოჩენის შესახებ უკვე გააფრთხილეს. პროფესორი დენ სუიტერის თქმით, ასეთი მწერის ნაკბენი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს: მას ანაფილაქტიკური შოკის გამოწვევა შეუძლია. სპეციალისტმა დააზუსტა, რომ აზიური ჭიანჭველები აგრესიულები არ არიან, თუმცა ადამიანების დაკბენა თავდაცვის დროს შეუძლიათ.

აზიური ჭიანჭველა აშშ-ში 1932 წლიდან გამოჩნდა, თუმცა პრობლემად სულ ცოტა ხნის წინ იქცა. სუიტერმა ახსნა, რომ ეს სახეობა ინვაზიურია. ისინი ჭამენ მცენარეებს დიდი რაოდენობით და ანადგურებენ ადგილობრივ ჭიანჭველებს, რომლებიც საჭირო თესლებს ავრცელებენ.

ექსპერტთა თქმით, მართალია ეს მწერები დიდი ზომის არ არიან, თუმცა ეკოსისტემისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ამიტომ მათ გამრავლებასთან ბრძოლაა საჭირო. აზიური ჭიანჭველები მორებსა და ფიცრებში ცხოვრობენ. ამიტომ უმჯობესია, თუკი მოსახლეობა შეშის მარაგს მშრალ ადგილებში, მიწისგან მოშორებით შეინახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები