უმრავლეს შემთხვევაში, როცა ავტომობილს სერიოზულ დეფექტს აღმოუჩენენ, ან სერიოზული ავარია მოხდება, მანქანებს ჩამოწერენ, ნაწილებად შლიან ან ჯართში უშვებენ. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ ასეთი ავტომობილები ჩამოწერის ნაცვლად მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხვდებიან და მეორე სიცოცხლეს იწყებენ. ეს ინფორმაცია აშშ-ს ბევრი მკვიდრისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.
ჟურნალისტებმა Lexus RX 350-ის ისტორიაზე ისაუბრეს, მოდელზე რომელიც ნიუ-ჯერსის მკვიდრს, სახელად სკოტ გურიანს ეკუთვნოდა. ქარიშხალი „იდას“ დროს მანქანა დაზიანდა და სკოტმა ის ჯართში ჩააბარა. წლების შემდეგ კი თავისი ავტომობილი მონღოლეთის რალის დროს გადაღებულ ფოტოებში აღმოაჩინა. ავტომობილის ავთენტურობაში მამაკაცი ძარაზე მიკრულმა სტიკერებმა დაარწმუნა. როგორც ჩანს, ხშირად მეორე სიცოცხლეს ჩაძირული ავტომობილებიც იწყებენ, ოღონდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.