LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში გააუქმეს სისტემა, რომელიც მძღოლების უმეტესობას არ უყვარს

104
HBOtn0na8AArdlT

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გააუქმა 2009 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სათბური გაზების შემცირების სტანდარტებსა და მწარმოებლებისთვის განკუთვნილ წახალისებებს ეხებოდა. ამის შესახებ იუწყება CBS News.

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ავტომწარმოებლები ვეღარ მიიღებენ „ეკოლოგიურ“ ბონუსებს იმ შემთხვევაში, თუ მანქანა აღჭურვილია Start-Stop სისტემით – ფუნქციით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მძღოლების დიდ ნაწილს არ მოსწონს.

Start-Stop სისტემა ძრავს ავტომატურად თიშავს მოკლე გაჩერებების დროს, მაგალითად შუქნიშანზე და ხელახლა რთავს მოძრაობის დაწყებისას. მისი მიზანია საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება. თუმცა პრაქტიკაში ბევრ მძღოლს აღიზიანებს ძრავის ხშირი გათიშვა-ჩართვა, ხოლო უმეტეს მოდელებში ფუნქციის გამორთვა ყოველი დაქოქვის შემდეგ ხელახლა ხდება საჭირო.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად ბონუსების გაუქმებისა, სისტემა ბაზრიდან მყისიერად არ გაქრება. მისი ინტეგრაცია კონსტრუქციაში მოითხოვს გაძლიერებულ სტარტერს, გენერატორსა და აკუმულატორს, ასევე ელექტროსისტემების დამოუკიდებელ კვებას ძრავის გათიშვისას. უფრო მოსალოდნელია, რომ შეიცვლება მუშაობის ალგორითმი და მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა ფუნქცია მუდმივად გამორთონ.

ამასთან, ჩინეთში დებიუტისთვის ემზადება კროსოვერი Exlantix ET7, რომელიც სრულად ელექტრონულ სამუხრუჭე სისტემას მიიღებს – ტრადიციული ჰიდრავლიკისა და პნევმატიკის გარეშე. მოდელი კონცერნ Chery-მა სამი წლის განმავლობაში განავითარა და მასში მართვა მთლიანად „by-wire“ პრინციპით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები