LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში გაჩნდა გზა, რომელსაც ელექტროქარების დამუხტვა შეუძლია

145
toyota

აშშ-ში გაჩნდა გზა, რომელსაც ელექტრომობილების დამუხტვა შეუძლია. სიახლეს ელემენტის შევსება იმ გამვლელი ავტომობილებისთვის შეუძლია, რომელსაც უსადენო დამუხტვის ფუნქცია აქვს. ჯერ-ჯერობით სიახლე მხოლოდ მცირე მონაკვეთს წარმოადგენს, დეტროიტის ერთ-ერთ ქუჩაზე 400 მეტრის სიგრძის გზითაა წარმოდგენილი. შემქმნელი კომპანია Electreon-ი მსგავსი ტექნოლოგიის განხორციელებას მიჩიგანის შტატის სხვა გზებზეც აპირებს.

ელექტრიფიცირებული გზა ჩრდილოეთ ამერიკულ კონტინენტზე პირველია. იდეის ავტორები ირწმუნებიან, რომ ინოვაცია სრულიად უსაფრთხოა ქვეითებისთვის, ცხოველებისა და სხვა მანქანებისთვის.

ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ექსპერიმენტია და ასეთი გზების მომრავლება ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელს ძალიან შეუწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები