LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში გამოჩნდა ტრაქტორი ავტოპილოტით (ვიდეო)

72

ამერიკულმა სტარტაპმა Built Robotics-მა წარმოადგინა ტრაქტორი, რომელიც ავტონომიური მართვის სისტემით არის აღჭურვილი. ფირმამ, რომელმაც ამისათვის 15 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო, ვიდეორგოლი YouTube-ზე განათავსა.

ტრაქტორს შეუძლია სამშენებლო მოედანზე არა მხოლოდ დამოუკიდებლად გადაადგილება, არამედ სასურველი ზომის ორმოების ამოთხრაც, შესრულებული სამუშაოების შესაფასებლად კი ლაზერები გამოიყენება.

ტრაქტორის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ უბედური შემთხვევების ასარიდებლად, სისტემა ადამიანების ამოცნობასაც ახერხებს. მწარმოებელუნარიანობა ტრაქტორს ისეთივე აქვს, როგორიც რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს. ამასთან, სიახლე არ იღლება და არ იღებს ტრამვებს, ამიტომ შეუსვენებლად შეუძლია მუშაობა.

როდის გახდება ასეთი ტრაქტორი სერიული და რა ეღირება, ჯერ ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები