LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მძღოლებს 400-400 დოლარებს აჩუქებენ. თუმცა არის ერთი პირობა

47
usanews

მიჩიგანის შტატის გუბერნატორი 2022 წლის მეორე ნახევრისთვის, ადგილობრივებს საკმაოდ მასშტაბურ საჩუქარს დაჰპირდა. მისი განცხადებით, ავტომფლობელები რომლებიც თავის სატრანსპორტო საშუალებას 2021 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ დააზღვევენ, მიჩიგანის სადაზღვევო ასოციაციისგან 400 დოლარს მიიღებენ. ამასთან, ფულის მისაღებად მძღოლებს არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის მოგროვება არ მოუწევთ. სადაზღვევო კომპანია ფულს ფოსტით გაგზავნის.

აღსანიშნავია, რომ იმ ავტომფლობელებს, რომლებმაც თავისი ავტომობილი მანამდე დააზღვიეს გულს არ დაწყდეთ და 80 დოლარს მათაც გაუგზავნიან. გადასახადების მთლიანი თანხა 3 მილიარდ დოლარს დოლარს შეადგენს. ინიციატივის მიზანი კი რა თქმა უნდა, გზებზე კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები