LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მთელი ქალაქი იყიდება – ფასი 725 000 დოლარია

51
Capture

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქი იყიდება. დასახლება ტენესის შტატში მდებარეობს და მისი ფართობი 7 აკრს შეადგენს.

ქალაქის ფასი სულ რაღაც 725 ათასი დოლარია, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ერთ მილიონად შეფასებული ერთ საძინებლიანი აპარტამენტები ნიუ-იორკში.

მომავალი მფლობელი მიიღებს მე-19 საუკუნეში აშენებულ 4 მაღაზიას, რომლებიც უკვე წლებია გაჩერებულია და ერთ სახლს, სამი საძინებლით და სამი აბაზანით.

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამჟამინდელი მფლობელი არის 4 წევრისგან შემდგარი ოჯახი, რომელმაც დასახლებაში 20 წელი გაატარა. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ახალი მფლობელი ისტორიულ ნაგებობას არ დაანგრევს და პირიქით ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები