LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმი უფრო მხიარული უნდა გახადონ, როგორ?

114
1I40Dyv6VXdQQZo7XztxFqw

სტოკჰოლმი უფრო მხიარული უნდა გახდეს. ასეთი მოსაზრება ადგილობრივმა სავაჭრო პალატამ გაავრცელა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შვედეთის დედაქალაქმა გამოუყენებელი სივრცეები ადამიანების შეკრებისა და კომუნიკაციის ადგილად უნდა გადააქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი „,მხიარულობის“ მაჩვენებლით ბერლინს, პარიზს, ოსლოს და კოპენჰაგენს ძალიან ჩამორჩება.

ადგილობრივთა შეკრების ერთ-ერთი ადგილი შესაძლოა ქალაქის სახურავები გახდეს. სპეციალისტებმა დათვალეს, რომ მხოლოდ სტოკჰოლმის ცენტრში 630 ჰექტარი გამოუყენებელი სახურავებია.

კიდევ ერთი ადგილია – სანაპიროები. პირველ რიგში ისინი ზედმეტი საავტომობილო მოძრაობისგან უნდა გაიწმინდოს, უნდა გაუქმდეს პარკინგები და პატარ-პატარა შენობა-ნაგებობები. მათ ნაცვლად უნდა მოეწყოს ველო-ბილიკები და პლაჟები. გარდა ამისა, სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ წყალში მოტივტივე საუნების და ზამთრის აბანოების მოწყობაცაა შესაძლებელი.

ექსპერტებს ასევე სურთ საავტომობილო ხიდების ათვისებაც. სტოკჰოლმში სულ 57 ხიდია და თითოეულზე გასართობი პარკის მოწყობაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები