აშშ-ში უჩვეულო არქტიკული სიცივე დგება, ტემპერატურა მინუს 50 გრადუსამდე დაიწევს და ყინვები 60 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამის შესახებ CNN წერს.
საკმაოდ ცივი იყო აშშ-ში წინა კვირაც, როცა ზამთრის შტორმმა დასავლეთ ვირჯინიაში 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო კენტუკიში 12 ადგილობრივი იმსხვერპლა.
ზოგადად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა თებერვლის თვე. სამაშველო სამსახურებს ათი ათასობით სამაშველო ოპერაციის ჩატარება მოუწიათ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასობით აბონენტი.
სინოპტიკოსთა აზრით, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა იქნება მინიმუმ 27 შტატში და მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.