LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყოველი მეოთხე ავტომობილი გაუმართავია

26

აშშ-ში 63 მილიონზე მეტი ავტომობილი გაწვევას ექვემდებარება, თუმცა მათი მფლობელები გაუმართაობის აღმოსაფხვრელად სერვისში ჯერაც არ მისულან. ამ მონაცემებით გამოდის, რომ ყოველი მეოთხე ავტომობილი გასარემონტებელია.

ყველაზე მეტი ავტომობილი, რომლებსაც დილერთან სერვისზე მისვლა ესაჭიროებათ, ტეხასშია დარეგისტრირებული, ექსპერტებმა ისიც დაითვალეს, რომ გასარემონტებელი ავტომობილების უმრავლესობას მინივენები და კროსოვერები შეადგენენ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაუმართავი ავტომობილების მფლობელებს ავტომობილის სერვისზე მისაყვანად დრო არ აქვთ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების ბალიშების Takata-ს ხარვეზების გამო აშშ-ში 42 მილიონი ავტომობილი უკან უნდა გაიწვიონ. მთლიანობაში კი აღნიშნული დეფექტის გამო ცამეტმა ავტომწარმოებელმა ასი მილიონი ავტომობილი უნდა შეაკეთოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები