LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველაზე ამერიკული მანქანების რეიტინგი შეადგინეს. ნახევარი – „იაპონელები“ არიან

113
აშშ-ში ყველაზე ამერიკული მანქანების რეიტინგი შეადგინეს

ყველაზე ამერიკულ ავტომობილებს შორის მხოლოდ ორი ბრენდი მოხვდა აშშ-დან. American Made Index-ის სიაში ყოველ წელს ასობით მანქანას ასახელებენ. მათ ძირითადად 5 კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ, რათა დაადგინონ თუ რამდენად ამერიკულები არიან: სიაში დაკავებულ პოზიციაზე გავლენა მოახდინა აწყობის ადგილმა, ნაწილების წარმომავლობამ, ძრავამ და ტრანსმისიამ, ასევე აწყობის პროცესში მონაწილე ამერიკელი მუშების რაოდენობამ.

ყველაზე გასაკვირი კი ის ფაქტია, რომ ლიდერთა სიაში უფრო მეტი იაპონური მანქანა მოხვდა, ვიდრე ამერიკული.

ყველაზე ამერიკული ავტომობილების პირველ ადგილს ბესტსელერი Tesla Model Y იკავებს. გარდა ამისა, ტოპ-10-შია ასევე – Tesla Model S და Model X. ხოლო Model 3 ათეულიდან გამოვარდა, არადა ჯერ კიდევ 2021 წელს ლიდერობდა. გარდა „ტესლასი“ ლიდერთა შორის არიან Jeep Gladiator-ის პიკაპიც, რომელმაც მერვე პოზიცია დაიკავა.

თითქმის ყველა დანარჩენი ადგილი „იაპონელებს“ ერგოთ: Honda Passport მეორე ადგილზეა, Honda Odyssey და Ridgeline – მეხუთე და მეექვსე ადგილებზე არიან, Toyota Camry-იმ და Lexus LX-მა დარჩენილი პოზიციები გადაინაწილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები