LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin ცას იპყრობს

104
aston-martin-news343454

კომპანია Aston Martin ყველაზე სწრაფი და გამორჩეული ავტომობილების შექმნითაა ცნობილი, წელს კი ბრენდმა გადაწყვიტა რომ მიწა საკმარისი აღარ არის და ცაც უნდა დაიპყროს.

მწარმოებელმა Airbus Corporate Helicopters–თან ითანამშრომლა და პირველი ერთობილი პროექტის პრზენტაცია ფრანგულ ალპებში მოაწყო. სიახლეს Aston Martin Edition ეწოდა და ის ვერტფმრენ ACH130–ს წარმოადგენს. ხომალდმა ორივე კომპანიის მახასიათებლები მიიღო და ის თანამედროვე ტექნოლოგიების, მაღალი ხარისხის და საოცარი დიზაინის ერთობლიობას წარმოადგენს.

Aston Martin–ის მთავარი მიზანი ავტომობილებსა და ვერტფმრენებს შორის ერთიანობის შეგრძნება იყო. რაც ტყავში შესრულებული მდიდრული და ამავდროულად კომფორტული სალონის შექმნით მიიღწევა.

ხომალდი ბაზარზე 2020 წლიდან გამოვა და 4 ფერში იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნება – „ქსენონის ნაცრისფერი“, „არიზონა“ და „ულტრა შავი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები