Aston Martin-მა კროსოვერის გამოშვების თარიღი გადაწყვიტა. ბრიტანელი ავტომწარმოებელი თავის პირველ კროსოვერს 2019 წლის ბოლოსთვის ააწყობს. ამჟამად მოედანზე, რომელიც 3 დანაყოფისგან შედგება და ადრე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული. წინასწარი ინფორმაციით, კროსოვერს სახელად Varekai ეწოდება და მისი აგრეგატი მხოლოდ ბენზინის ძრავი იქნება. ტურბოძრავი V12, რომელიც Aston Martin-ის პირად შემოქმედებას წარმოადგენს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აგრეგატია. Aston martin-მა ჰიბრიდულ და დიზელის ძრავებზე უარი მათი მაღალი ღირებულების გამო თქვა. Varekai-ს ელექტრონული მოდიფიკაციაც არ ექნება და ელექტროქარების წარმოებას Aston Martin-ის შვილობილი კომპანია Lagonda განცალკევებით გეგმავს. და ბოლოს, თუ როგორი იქნება ბრენდის ყველგანმავალი ამას ავტომოყვარულები ჟენევის ავტოსალონზე გაიგებენ.