LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა ახალი ლოგოტიპი მოიფიქრა

31

კომპანია Aston Martin-მა საპატენტო უწყებაში ახალი ლოგოტიპი დააპატენტა. მას აღარ აქვს ჩვეული ფრთები და მარკის დასახელება.

ახალი, მრგვალი ლოგოტიპი დიაგონალური ხაზებით, რომლებიც ”A” და ”M” ასოებს გამოსახავენ, დიზაინით Aston Martin-ის იმ ემბლემას გავს, რომელიც 1920-იან წლებში გამოიყენებოდა, მანამ, სანამ ფრთიანი ვერსია გაჩნდებოდა.

სავარაუდოდ, ახალ ლოგოტიპს Aston Martin-ის ახალ მოდელებზე გამოიყენებენ, მათ შორის ჰიპერქარ AM-RB 001-ზეც, რომელიც Red Bull-თან ერთად შემუშავდა. ავტომობილს კარბონის ძარა და შასი, 1000 ძალიანი შვიდ ლიტრიანი V12 ძრავი და დამუხრუჭებისას ენერგიის რეკუპერაციის სისტემა ექნება.

ნულიდან 320 კილომეტრ/საათს AM-RB 001 ათ წამში აკრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კილომეტრ/საათს გადააჭარბებს. სულ ასეთი 150 საგზაო ვერსია და 25 სატრეკო ავტომობილი აიწყობა. ყველა ”სამოქალაქო” ავტომობილი წინასწარი შეკვეთებით გაიყიდა.

ჰიპერქარის ღირებულება სამი მილიონი დოლარია. პირველი AM-RB 001 მყიდველთან 2019 წელს მივა.

ახალი ლოგოტიპის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Aston Martin-ის ხელმძღვანელმა ენდი პალმერმა განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს ემბლემაში ფრთებზე უარი თქვას. ახალი ლოგო მხოლოდ მარკის სასუვენირე პროდუქციაში გამოჩდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები