მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებლები, ისეთები როგორიცაა – Porsche თუ Land Rover სამოსისა და აქსესუარების საკუთარ ხაზებს ხშირად უშვებენ. Aston Martin-მაც გადაწყვიტა, რომ კონკურენტებს არ ჩამორჩენოდა და ახალი ბიზნესი წამოიწყო.
ამერიკული გამოცემის Carscoops-ის ინფორმაციით, ფეხსაცმლის კოლექციის შექმნაში იტალიური მწარმოებელი Hogan-იც მონაწილეობდა და შექმნილი მოდელები მართლაც უნიკალური შტრიხებით გამოირჩევა.
როგორც ცნობილია, კოლექცია სულ 3 000-მდე წყვილს მოიცავს და ისინი ერთმანეთისგან ფერითა და დეკორატიული დეტალებით განსხვავდებიან. თუ რა ეღირება Aston Martin-ის ბრენდირებული ფეხსაცმელი ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ მისი ფასი მინიმუმ 400 დოლარი იქნება.