LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში ელექტრომობილების დამუხტვა ერთი წლის განმავლობაში უფასო იქნება

55
carcharger

ათენში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები ერთი წლის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს. ამ გზით ბერძნული ქალაქის მერიას სურს, რომ იმ ავტომფლობელებს დაუდგეს გვერდით, ვინც ეკოლოგიურ ტრანსპორტს ირჩევს.

საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, სადაც ელექტრომობილს ყველაზე ნაკლებად ყიდულობენ. ეკოლოგიური ტრანსპორტი იქ მთელი ტრანსპორტის 0,3%-ს შეადგენს. (შედარებისთვის, გერმანიაში ეს რიცხვი 10%-ია). ასეთი სტატისტიკის მიზეზი კი კომფორტული ინფრასტრუქტურის არ არსებობაა.

ათენში ამ თვეში 19 რაიონში 25 დასამუხტი სადგური გახსნეს. მერიაში იმედოვნებენ, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის არჩევის სტიმული. უფასო დამუხტვის შესაძლებლობა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს.

მთელი ევროპის მასშტაბით 200-მდე ელექტრო დასამუხტი სადგურია. ამ მომენტისთვის ეს სრულებით საკმარისია, თუმცა მომავალში „მწვანე“ ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება და ევროკომისიის გამოთვლით, 2030 წლისთვის ევროპის ტერიტორიაზე მინიმუმ 3 მილიონი სადგური მაინც უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები