ატლანტის ოკეანეში, აზორის კუნძულების სიახლოვეს იწვის სატვირთო ხომალდი Felicity Ace, რომელიც გერმანიიდან აშშ-ს მიმართულებით მიცურავდა. წინასწარი ინფორმაციით, გემზე Porsche-ს და Volkswagen Group-ის სხვა ბრენდების ავტომობილებია განთავსებული. ამასთან, გემბანზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ზუსტი რიცხვი და ასევე ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გაგზავნა და ევაკუირება მოასწრო.
ზოგადად Felicity Ace-ის ბორტზე 4 ათასამდე ავტომობილი ეტევა. რამდენი მანქანა იყო ამჟამად დატვირთული, Porshce-სა და Volkswagen-ის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.
გამოცემა The Drive-ის ინფორმაციით, ბრენდის ზოგიერთმა კლიენტმა უკვე მიიღო სადილერო ცენტრისგან შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ მიერ შეკვეთილი ავტომობილი სწორედ Felicity Ace-ს ბორტზე იმყოფება.