„ატლეტიკომ“ უეფას საკლუბო რეიტინგში „ბარსელონას“ და „ბაიერნს“ გადაასწრო.
მადრიდელები „რეალის“ კვალს დაადგნენ.
„ათლეტები“ რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდნენ. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი სეზონის ნახევარფინალისტმა და ფინალისტმა გუნდმა 133,799 კოეფიციენტი დააგროვა და ცხრილში „ბარსელონას“ (128,799) და მიუნხენის „ბაიერნს“ (122,656) ჩაუქროლა.
რეიტინგის ლიდერი ბუნებრივია „რეალია“. მის ანგარიშზე 151,799 ქულა ირიცხება.