LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათობით მგზავრმა დააგვიანა რეისზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა

125
captura-de-tela-2024-08-11-21312

ბრაზილიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 10-მდე მგზავრი არ ავიდა, რადგან ავიახაზები აერიათ. ამის შესახებ G1 იტყობინება ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, რომელმაც ეს ფრენა გამოტოვა.

გამოცემის ცნობით, მგზავრები რეისზე დაგვიანებით მივიდნენ, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომელმა რეისზე ასვლის უფლება არ მისცა. “მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე”, – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა იღბლიანმა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ავიაკატასტროფის გამო.

ბრაზილიის ვინიედოს მუნიციპალიტეტში პარასკევს, 9 აგვისტოს, ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 68 ადამიანი იმყოფებოდა. მონიტორინგის თანახმად, საფრენი აპარატი ავარიამდე ერთი წუთით ადრე 17 200 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები