LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AUDI დიზელის ავტომობილებს გაიწვევს

79

VOLKSWAGEN-ის ჯგუფში შემავალი მარკა AUDI გეგმავს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვი შეამციროს. ამისათვის 850 000 დიზელის ძრავიან ავტომობილს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში უკან გაიწვევს. გერმანულმა ბრენდმა ეს განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა, რაც ანალოგიური სურვილი მისმა პირდაპირმა კონკურენტმა – Daimler-მა გამოთქვა.

ასეთი სერვისი მარკის კლიენტებისთვის უფასო იქნება. აქცია მხოლოდ V6-ი და V8 TDI ძრავების მქონე ავტომობილებს ეხება.

გაწვეულ ავტომობილებს ახალი პროპგრამული უზრუნველყოფა დაუმონტაჟდებათ, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს. ამ გზით, მწარმოებელს იმედი აქვს ეკოლოგიის უსაფრთოებისთვის ბრძოლაში საკუთარ წვლილს შეიტანს და თავის ავტომობილებს შესაძლო აკრძალვებისგან დაიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები