LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ტრამპის არჩევის შემდეგ ავტო სამყაროსთვის მიყენებულ ზარალს ითვლის

112
გერმანია ტრამპის არჩევის შემდეგ ავტო სამყაროსთვის მიყენებულ ზარალს ითვლის

გერმანიაში ტრამპის არჩევის გამო ზარალს ითვლიან. გერმანულმა გამოცემებმა შეაფასეს, თუ რამდენად შეუმცირდებათ შემოსავალი გერმანულ კონცერნებს Volkswagen AG-ს, BMW-ს და Mercedes-Benz-ს, თუკი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი სხვა ქვეყნებიდან ავტომობილების შემოტანაზე გადასახადს გაზრდის. იმპორტის გადასახადის 200%-მდე გაზრდა, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი იყო. ასე რომ, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკის ცვლილების ალბათობა ძალიან დიდია.

სხვადასხვა ექსპერტები მოსალოდნელ დანაკარგს განსხვავებულად აფასებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი მილიარდობით დოლარზეა. მიზეზი ისაა, რომ ამჟამად გერმანული ავტო გიგანტები აშშ-ში ყოველწლიურად 900 ათასზე მეტი ავტომობილის ექსპორტს ეწევიან.

ევროპიდან ოკეანეს მიღმა 583 ათას მსუბუქ მანქანას გზავნიან, ხოლო დამატებით 343 ათასი სატრანსპორტო საშუალება აშშ-ში მექსიკიდან ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები