LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ის ორი მოდელი საუკეთესოდ აღიარეს

82

ბრენდის ყველაზე ”უმცროსი” მოდელი Audi A1 კატეგორიაში ”პატარა ავტომობილი” ჟურნალ auto motor und sport-ის მკითხველებმა საუკეთესოდ დაასახელეს. საუკეთესოს წოდება Audi-ის კიდევ ერთმა მოდელმა, A3-მა მიიღო კატეგორიაში ”კომპაქტური ავტომობილი”. დაჯილდოების ცერემონია შტუტგარდში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.

”2017 წლის საუკეთესო ავტომობილების კონსკურსში ორმაგმა გამარჯვებამ ახალი ენერგია შეგვმატა. წარმატება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ავტომობილები ძველებურად აღფრთოვანებას იწვევენ, ეს კი მომავლის გზაზე თავდაჯერებას გვმატებს” – განაცხადა Audi AG-ს წარმომადგენელმა რუპერტ შტადლერმა.

Audi A1 და Audi A3 მხოლოდ საუკეთესოს წარმოადგენენ, ველით რომ პრემიუმ კლასზე ქალაქებში მოთხოვნა გაიზრდება: – დაამატა Audi AG მმართველთა საბჭოს წევრმა დიტერ ვოგენრეიტერმა.

წელს auto motor und sport-ის პრემია 41-ედ ჩატარდა, მკითხველებმა მათთვის საყვარელი ავტომობილები 378 მოდელს შორის 11 კატეგორიაში აირჩიეს. A1-ისა და A3-ის შესანიშნავი შედეგების გარდა, თავი კარგად წარმოაჩინა ფლაგმანურმა Q7-მაც, რომელმაც ”საუკეთესო ყველგანმავლების” კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები