LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ ტესტ-დრაივზე ელექტრონული მოდელი წარმოადგინა

75

კომპანია Porsche-მ ტესტ-დრაივზე გასაიდუმლოებული მოდელი წარმოადგინა. ინფორმაცია გამოცემა Motor1-ის მეშვეობით დღეს გავრცელდა. გამოქვეყნებული ჯაშუშური ფოტოებიდან ირკვევა, რომ ახალი მოდელი კუპე Cayenne-ია.

მოდელის ელექტრონული აღჭურვილობის შესახებ მეტყველებს მის ზედაპირზე დაწებებული იარლიყები. მიუხედავად ინტერნეტში განთავსებული ფოტოებისა, მწარმოებელი გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობაზე დუმს.

როგორც ჩანს, კუპე ავტოასპარეზზე ძალიან მალე გამოჩნდება. ტრადიციულად, ამ სერიის ახალი წარმომადგენლები წინა ვერსიასთან შედარებით მძლავრი აგრეგატითა და სისწრაფით გამოირჩევა. ავტოექსპერტების აზრით, მოდელი 550 ცხენის ძალის სიმძლავრის გამწევით იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ ფოტოებს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები