Audi-მ ევროპაში „დამუხტული“ ქროსოვერის SQ5 გაყიდვა შეაჩერა. მიზეზი მავნე გამონაბოლქვის შესახებ არსებული ახალი მოთხოვნებისადმიკ შეუსაბამობაა (Worldwide Harmonized Light Vehicles Test Procedure). ამის შესახებ ინფორმაციას Autocar წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წესები, რომლებიც საწვავის მაქსიმალურ ხარჯსა და მავნე გამონაბოლქვის დონეს დაარეგულირებს, ძალაში მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შევა. ყველა ავტომობილი, რომელიც ამ თარიღის შემდეგ გაიყიდება, ახალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მწარმოებელს კი დრო სჭირდება იმისათვის, რომ SQ5 ახალ მოთხოვნებს დაუქვემდებაროს. ასევე, დრო სჭირდება ავტომობილების მექსიკიდან ტრანსპორტირებისთვისაც, რადგან მარკის ქარხანა სწორედ იქ არის.
Audi თავის მხრივ ირწმუნება, რომ 2018 წლის სამოდელო რიგის საწარმოო გეგმა შესრულებული აქვს და საწყობში გასაყიდი ქროსოვერების მცირე რაოდენობაა დარჩენილი. როდის განახლდება SQ5-ზე შეკვეთების მიღება, უცნობია.
