კომპანია Audi-მ ბარსელონაში ინფორმაციის გადამუშავების ნეირონული სისტემების (NIPS) ყოველწლიურ კონფერენციაზე ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს. ”სათამაშო” ქროსოვერზე Q2, რომელიც 1:8 მასშტაბშია წარმოდგენილი, ავტომწარმოებელი თვითშესწავლად ავტოპარკირებას გამოცდის.
პროექტი შვილობილ კომპანია Audi Electronics Venture-თან ერთად ხორციელდება. კონცეპტის საფუძველი ე.წ. ”ღრმა სწავლების” პრინციპია, რომლის თანახმად სისტემა ადამიანის მოქმედებებს ბაძავს, ეძებს საპარკინგო ადგილს და ცდილობს დაპარკინგდეს, ამის შემდეგ კი პროცესს წინა შეცდომების გათვალისწინებით იმეორებს.
მინი ქროსოვერის პარკინგის დამხმარე ორი კამერისა და ათობით ულტრაბგერითი სენსორის საშუალებით მუშაობს, მონაცემებს კი კომპიუტერი ამუშავებს. სწავლება სპეციალურ, დახურულ მოედანზე მიმდინარეობს, მომავალში კი ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილ ავტომობილზე გამოცდიან.