LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ აწყობს Ford ელექტრომობილებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

138
როგორ აწყობს Ford ელექტრომობილებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

Ford-მა აჩვენა, თუ როგორ აწყობს ელექტრომობილებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გერმანიაში. 2023 წელს წარმოდგენილი ახალი თაობის Ford Explorer, რომელიც ევროპული ბაზრისთვის სუფთა სისხლის ელექტრომობილად იქცა, გერმანული ქარხნის კონვეიერზე დადგება. საუბარია კიოლნში მდებარე ქარხანაზე, რომელიც გახდება ბრენდის პირველი ევროპული საწარმო, რომელიც კონკრეტულად ელექტრომობილებზე იმუშავებს. ახალ საწარმოში ჩადებული ინვესტიცია 2 მილიარდამდე დოლარია.

ქარხანა ხელოვნური ინტელექტის სისტემით და რამდენიმე ასეული თანამედროვე რობოტითაა აღჭურვილი, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც ობიექტის მთავარ შრომით ძალას. 600-ზე მეტი რობოტი შედუღებით, დაჭრით თუ შეღებვითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები